Sunday, June 11, 2017
დავასრულეთ პროექტზე მუშაობა.გავეცანით ერთმანეთის ნაშრომებს, გავაკეთეთ პრეზენტაციები. ნამუშევრები გუგლის დოკუმენტებში ავტვირთეთ. ატვირთული ნამუშევრები გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. ძალიან კმაყოფილი ვარ ტრენინგით. აქ შესწავლილი მასალა დამეხმარება პედაგოგიურ საქმიანობასა და სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაში. რაც შეეხება მოსწავლეებს მათ განუვითარდებათ მაღალი სააზროვნო უნარები. უღრმესი მადლობა ტრენერს, ქალბატონ ირინა მარკოზაშვილს, რომელმაც ასე სიღრმისეულად შეგვასწავლა პროექტზე მუშაობა.
Saturday, June 10, 2017
განვიხილეთ ფასილიტატორის ნიმუშები, რაც დამეხმარება თვითრეგულირების უნარის განვითარებაში. ეს შეიძლება იყოს დოკუმენტი, შაბლონი ან ფორმს. დამხმარე მასალები შეიძლება მოიცავდეს ინფორმაციას იმ გადაწყვეტილებების შესახებ, რასაც მოსწავლე მიიღებს შინაარსობრივი მასალის სახით და გამოიყენებს საჭიროების გათვალისწინებით, შეძლებს თავისი უნარ-ჩვევების გამოყენებას. დიდი მადლობა ტრენერს ქალბატონ ირინა მარკოზაშვილს.
Sunday, June 4, 2017
დღეს გავიარეთ ჩემს მიერ პროექტში გამოყენებული დეტალური ანალიზი და შეფასების ინსტრუმენტები , რომელიც დამეხმარება როგორც მოსწავლის ასევე ჩემი სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად. პროექტმა მონახაზის ფორმა მიიღო, რაც უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს. იმედია შემდეგი დღეები უფრო საინტერესო და წარმატებული იქნება. დიდი მადლობა ქალბატონ ირინა მარკოზაშვილს.
Saturday, June 3, 2017
გავეცანი სავარაუდო ნიმუშებს, რომელიც დამეხმარება მომავალში გავთვალო თუ როგორი სახის დავალებები მითითებები და რეკომენდაციები უნდა მივცე მოსწავლეებს პროექტის კეთების დროს. როგორ ავამაღლო მათი მოტივაცია, რათა გახდეს მათთვის უფრო საინტერესო, განუვითარდეთ კრიტიკული აზროვნება და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.
Subscribe to:
Posts (Atom)